აგრონავტი არის ონლაინ პლატფორმა აგროპრენუარებისთვის/
ეს პროექტი საპილოტეა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „ჭკვიანი სოფლის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პირველ ეტაპზე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის აგრო-სასურსათო სექტორი გაციფრულდა, დღეს კი ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პლატფორმა ფერმერს კონტაქტების დამყარებისა და ბიზნეს გარიგების საშუალებას აძლევს.
არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო სფეროში დამსაქმებლებისა და დასაქმების მსურველების დაკავშირებას, რისთვისაც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის დასაქმების პლატფორმაზე წვდომას.
არის პირველი აგროტურისტული ონლაინ პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მოგზაურს დასვენებას ტურიზმთან ადაპტირებულ ტრადიციულ სოფლის მეურნეობის გარემოში სთავაზობს. აგროტურიზმის ინდუსტრიაში ამ ორი სფეროს ურთიერთთანამშრომლობა განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად, თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს სტიმულირებას უწყობს ხელს.